მიხეილ სარჯველაძე: ბატონი ხაზარაძე ცდილობს, პოლიტიკაში საკუთარ ადგილს მიაგნოს, რომელიც ვერა და ვერ მოახერხა და ვერ იპოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
“ბატონი ხაზარაძე ცდილობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პოლიტიკაში საკუთარ ადგილს მიაგნოს, რომელიც ვერა და ვერ მოახერხა და ვერ იპოვა, საიდანაც ის შეძლებდა, რომ ეფექტიანად შეესრულებინა ოპოზიციის ფუნქცია. მორიგი მცდელობა მგონია ეს ინიციატივა, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რაც შეეხება შინაარსს – მგონი, გაცილებით ეფექტიანი პლატფორმები არსებობს, მათ შორის, საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
„ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა.