მაია ზალდასტანიშვილი: მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ – იქნება კოლაფსი, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი ვეღარ აუვა ინფიცირებულ პაციენტებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისივე თქმით, შესაძლოა, დადგეს კრიტიკული მომენტი, როცა ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულთა რაოდენობას ვეღარ აუვა.

“მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ეს იქნება კოლაფსი, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი ვეღარ აუვა ინფიცირებულ პაციენტებს. ჯერჯერობით, სისტემა უძლებს, არ არის კატასტროფა. ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება ბინაზე. ბევრმა ისწავლა, რომ როცა დაუდასტურდება კორონავირუსი, არ არის აუცილებელი, იმწუთში დაწვეს კლინიკაში. დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, თუ როდის სჭირდება პაციენტს ჰოსლიტალიზაცია – ეს არ უნდა გამოეპაროს ოჯახის ექიმსა და პაციენტს”, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები