ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, თუ ისინი უშუალოდ არ იმყოფებიან ხელისუფლებაში – სარჯველაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯმდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში მონაწილეობა, თუ ისინი უშუალოდ არ იმყოფებიან ხელისუფლებაში.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი როლი ნებისმიერ დემოკრატიაში და ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს ცუდი სინდრომია, ვინაიდან ნებისმიერ დემოკრატიაში ოპოზიციას აქვს სრულიად უნიკალური როლი. აუცილებელია, რომ ისინი დაკავდნენ მიმდინარე საკითხებით, რომელიც რეალურად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სურვილების ასრულება“, – აცხადებს სარჯველაძე.