ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ქვეყნებში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
აღინიშნება, რომ თუ სექტემბრის ბოლოს სიკვდილიანობა დღეში დაახლოებით 2 100 იყო, გასულ კვირას დღეში დაახლოებით 4 200 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.
ორგანიზაციის სპეციალისტები შიშობენ, რომ, ასეთი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში, 2022 წლის მარტისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალება 2 მილიონს გადააჭარბებს.
ჯანმო-ს მონაცემით, ევროპის 52 ქვეყანაში ამჟამად ამ მაჩვენებელმა 1,5-მილიონიანი ბარიერი უკვე გადალახა.
ორგანიზაციაში ევროპაში ვირუსის სწრაფი გავრცელების სამ მთავარ ფაქტორს ასახელებენ.
პირველი, “დელტა” შტამი, რომელიც ევროპაში დომინირებს. მეორე, შეზღუდვების მოხსნა ბევრ ქვეყანაში და მესამე, ვაქცინაციის ნაკლებობა.