ევროკომისია კოვიდსერტიფიკატში ვაქცინის მესამე დოზის შესახებ ინფორმაციის შეტანის წინადადებით გამოვა.
ამის შესახებ Euractiv წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ცნობით, ევროპელი ჩინოვნიკები ემხრობიან სცენარს, რომ ბოლო ვაქცინაციიდან ცხრა თვის თავზე ადამიანებმა პრეპარატის მესამე დოზაც უნდა მიიღონ.
ევროკომისიის წინადადება სამსახურებს შორის კონსულტაციებს გადის და დეკემბრის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი.
ამჟამინდელი წინადადების თანახმად, სერტიფიკატს ვადა ეწურება ვაქცინაციის ბოლო დოზიდან ცხრა თვის შემდეგ.
ადრე რეკომენდებული იყო ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის შემდეგ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა წესები იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გამგზავრება.
წყაროების თქმით, ევროკომისიის ზოგიერთი წევრი დაჟინებით მოითხოვს სავალდებულო PCR ტესტის ჩატარებას, თუნდაც, ვაქცინირებულთათვის.