“ვარდების რევოლუცია” მახსენდება, როგორც დიდი მოლოდინების პერიოდი, მე მაშინ სტუდენტი გახლდით და დიდი მოლოდინებით შევყურებდი მომავალს. თუმცა, მისი შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც მოსახლეობა ელოდა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წელს „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი წყალში ჩაიყარა.
“ვარდების რევოლუცია” მახსენდება, როგორც დიდი მოლოდინების პერიოდი, მე მაშინ სტუდენტი გახლდით და დიდი მოლოდინებით შევყურებდი მომავალს. თუმცა, მისი შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც მოსახლეობა ელოდა, არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, სააკაშვილი კოსტიუმების და უგულავასთან ერთად გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს ციხეში, არამედ „ვარდების რევოლუციის“ მოლოდინების გაცრუების გამო. „ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა ნულოვანი ტოლერანტობის დროს, დაირღვა მაშინ, როცა სასამართლო და პროკურატურა ჩაისვა მმართველმა ორგანოებმა ჯიბეში, დაირღვა 7 ნოემბერს. პირველივე ვადაში სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ რეალური ღირებულებებისგან არაფერი დატოვა. ამან გამოიწვია გაორებული შეხედულებები „ვარდების რევოლუციაზე“, რომელიც იყო უდავოდ პროგრესული მოვლენა, უდავოდ კარგად დაიწყო, მაგრამ რაც მივიღეთ ვნახეთ. 2012 წელს „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი წყალში ჩაიყარა და ხელისუფლება გადაიბარა სხვა ხალხმა, რომელსაც მაინცდამაინც დიდი სიმპათიები „ვარდების რევოლუციასთან“ არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუცია“ იყო შანსი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს შანსი თვითონ დაასამარა და დღემდე აგრძელებენ ამას,“ – განაცხადა ხვიჩიამ.