BioNTech-ის გენერალური დირექტორი: “ბუსტერით” აცრა, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდეს

კორონავირუსის “ბუსტერ” დოზით ვაქცინაცია სავარაუდოდ, ყოველწლიურად დაგვჭირდება. როგორც გამოცემა „Bild am Sonntag“ იტყობინება, აღნიშნულის შესახებ გერმანული კომპანიის, BioNTech-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უგურ შაჰინმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე აცრა საგრძნობლად ზრდის ორგანიზმის დაცვას. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას უფრო ხანგრძლივი მოქმედება ექნება და რომ მომდევნო „ბუსტერით“ აცრა, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდეს, როგორც ეს გრიპის დროს ხდება“,- განაცხადა უგურ შაჰინმა.

მისი თქმით, დაცვის ეფექტი COVID-აცრისგან პრეპარატის შეყვანიდან ოთხი თვის შემდეგ მცირდება, მაგრამ ვაქცინა ადამიანს ავადმყოფობის დამძიმებისგან მაინც იცავს.

„თუკი აცრილი ადამიანი კორონავირუსით ავადდება, უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ჩვენი კვლევების თანახმად, დაცვა ძალიან მაღალ დონეზე ნარჩუნდება 9 თვის განმავლობაში, აქედან გამომდინარე აცრილ ინფიცირებულებში მდგომარეობის დამძიმება და ჰოსპიტალიზაცია ძალიან იშვიათად ხდება“,- განმარტა შაჰინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები