მარინა ენდელაძე: ხალხმრავალ ადგილებში, სადაც შეკრებებია, ვხედავ, რომ ხშირად არიან უნიღბოდ და ეს დრამატულ შედეგს მოიტანს
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლიგიურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ადამიანები ხალხმრავალ ადგილებში რეგულაციებს არ იცავენ.
“ხალხმრავალ ადგილებში, სადაც შეკრებებია, მე ვხედავ, რომ ხშირად არიან უნიღბოდ და ეს დრამატულ შედეგს მოიტანს. კი, 4000-5000 მაღალი რიცხვებია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მგონი, ამ რიცხვებზე ვერ დავრჩებით და უფრო მეტი იქნება. მომარაგებული ვართ მედიკამენტებით, შემოვიდა ახალი ძალიან საიმედო მედიკამენტებიც, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ასეთი მაღალი იქნა დაინფიცირების ხარისხი და ახალი შემთხვევები, ამისთვის არც მედიკამენტი იქნება საკმარისი და, ალბათ, გაგვიჭირდება სიკვდილობის შემცირებაც”, – ამბობს მარინა ენდელაძე.