სააკაშვილის ადვოკატი: უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება

“ნებისმიერი მათი განცხადება, თითქოს,  მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებას, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ადვოკატის თქმითვე, უკრაინის სახალხო დამცველისთვის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმა პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა.

„იუსტიციის მინისტრის განცხადება მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს, სააკაშვილზე იძალადეს და ნებისმიერი მათი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა.

რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის არშეშვებას, ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია იმის, როგორ უხეშად ირღვევა უფლებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არის დიდი ლაქა ქართული სამართლის, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში. უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები