“ჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება” – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილთან არ შეუშვეს

უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

მისივე თქმით, სურვილი აქვს, რომ შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს.

“უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, რომ გავიგოთ ზუსტი მიზეზი. მე მაინც მოვედი ადგილზე, რათა შევხვდე ციხის ხელმძღვანელს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა მიხეილ სააკაშვილი. მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, მე მას ვწერდი, ვურეკავდი, თუმცა, სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. ჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის ომბუდსმენის შესვლა სააკაშვილთან, არ არის ამის აუცილებლობა და არც ამის ვალდებულება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები