გია ვოლსკი: საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან

“საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ორცხობილისა და მათრახის თემა არის კალკირებული გამოთქმა რუსულიდან – кнут и пряник და ნიშნავს იმას, რომ მიიღებ ორცხობილას, თუ კარგად მოიქცევი და მათრახს – ცუდად მოქცევის შემთხვევაში. სწორედ ეს არის შედეგი, რასაც დღეს ვუყურებთ – ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს გამოთქმა არ ეკუთვნის მხოლოდ ხელისუფლებას ან უმრავლესობის მხარდაჭერას. ეს ეკუთვნის მთელ საქართველოს და საკმაოდ შეურაცხმყოფელია. ერთი რამ უნდა ახსოვდეთ: საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა არ განისაზღვრება იმ ჩარჩოებში და იმ ფორმულირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თავის მეზობელ ქვეყნებთან“, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები