გია ვოლსკი: წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას გაუწევდა

“წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას ოდნავ მაინც გაუწევდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმართა უფლებების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია.

„წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევდნენ და წამების მსხვერპლი ხდებოდა ნებისმიერი, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ იცოდა და მუდმივად ასეთ სისტემას ნერგავდა. ახლა არის სერიოზული სხვაობა და ეს სხვაობა ვერ აუტანიათ. პატიმართა და მათი უფლებების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია. მოცემულობაა ის, რომ ციხეში პატიმარს იმ სტანდარტით ეპყრობიან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას და განვითარებულ მსოფლიოს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები