გია ვოლსკი: როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა, სასიამოვნო საყურებელი არ არის

“იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი-კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი განაგებდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კადრები სასიამოვნო საყურებელი არ იყო.

“იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი-კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი განაგებდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა, სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები