გია ვოლსკი: შეიძლება, თითი თითზე აქვთ გადაჯვარედინებული, როცა ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება

“ამბობენ, საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნებაო. იტყვიან, ჩვენ ხომ კლინიკასთან ვთქვით, შუა გზაზე ხომ არ გვითქვამსო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას ყველანაირი საფრთხე აარიდოს.

„შეიძლება, თითი თითზე აქვთ გადაჯვარედინებული და ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია იმ კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნება. იტყვიან, ჩვენ ხომ კლინიკასთან ვთქვითო და შუა გზაზე ხომ არ გვითქვამსო. ეს ყველაფერი არასერიოზულია? სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. მაგალითად, როცა რეკავენ და ამბობენ, შენობაში ბომბია, შემოწმება მაინც მიმდინარეობს იმის მიუხედავად, არის თუ არა შენობაში ბომბი. სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას ყველანაირი საფრთხე აარიდოს. ჟურნალისტმა მკითხა, რისი გეშინიათო და შიში არ არის, საჭიროა სიფრთხილე იმისთვის, რომ საქართველო უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ეს უხერხულობა კონკრეტულ მსხვერპლში არ გადაიზარდოს, რასაც გვპირდებოდნენ, გვპირდებიან და მომავალშიც დაგვპირდებიან ადამიანები, რომელთაც მსხვერპლის გარეშე არ წარმოუდგენიათ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები