ლევან იოსელიანი – “ნაცმოძრაობის” აქციებზე: ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა ხალხი ძალიან გადაღალა

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი სახის აქციებს ჩაატარებს, მაგრამ ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის ასეთი ფორმები მიუღებელიც არის და გაუგებარიც. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა ხალხი ძალიან გადაღალა”, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადება, რომ იმ საავადმყოფოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.

ლევან იოსელიანის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პარტია ამ განცხადებას პროცესების ჩიხში შესვლამდე გააკეთებდა.

„კარგი იქნებოდა, მათ ეს განცხადება პირველივე დღეებში გაეკეთებინათ და პროცესები ჩიხში არ შესულიყო. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მისი არც დრამატურგია და არც შინაარსი არ მომწონს, რადგან ვხედავთ, სხვადასხვა ადგილზე 20-30 ადამიანის პოლიციასთან ძიძგილაობას, რაც არ არის ორგანიზებული აქცია, სადაც შეგიძლია, ხელისუფლებას მართლაც რაღაც დაათმობინო. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი სახის აქციებს ჩაატარებს, მაგრამ ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის ასეთი ფორმები მიუღებელიც არის და გაუგებარიც. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა ხალხი ძალიან გადაღალა. მათი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იყოს გადაყვანილი და ეს ძიძგილაობა, დაკავებები-გამოშვებები, უწყვეტ ეთერში, ოთხ ფანჯარაში ამ ყველაფრის ყურება რას ემსახურება, გაუგებარია“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები