მარინა ენდელაძე: მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ – კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა.

“მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ყოველი 5-6 ათასი შემდგომი კონტაქტები კიდევ უფრო მეტად და მართლაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილობაც მაღალია. ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე და რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა, ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა და ამ რაოდენობით იქნება იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება”, – აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები