11 ნოემბერი ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა
1939 წლის 11 ნოემბერს თიანეთში პოეტი, ბესიკ ხარანაული დაიბადა. მას დღეს 82 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
მუშაობდა გამომცემლობაში „ლიტერატურა და ხელოვნება” უმცროს რედაქტორად, გამომცემლობაში „საბჭოთა საქართველო” – რედაქტორად, ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში იყო განყოფილების გამგე, 1972–1998წწ. რედაქტორის მოადგილეა, 1999 წლიდან კი – გამომცემლობა „ნაკადულის” დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, მისი ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. ბესიკ ხარანაულის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
1993 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია; 2003 წელს კი – ლიტერატურული პრემია „საბა“. არის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.