„ჰედა გაბლერი“ – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა პრემიერას უმასპინძლებს

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტული სცენა პრემიერას უმასპინძლებს. რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერის” წარმოდგენები 17, 18, 20 და 21 ნოემბერს, 19:00 საათზე,  გაიმართება.
„ჰედა გაბლერის“ – ერთმოქმედებიანი დრამის  თარგმანი ეკუთვნის გურამ ღონღაძეს;  რეჟისორი – თათა პოპიაშვილი; მხატვარი – ბარბარა ასლამაზი; მუსიკალური გაფორმება – თათა პოპიაშვილი; რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.
მონაწილეობენ: ლელა ახალაია, ია სუხიტაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე, ლაშა ჯუხარაშვილი.
სპექტაკლი დაიდგმება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები