ელენე ხოშტარია: ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში
“რასაც ვხედავთ, ეს არის ისტერიული ხელისუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელარუსისა და რუსეთის რეჟიმთან”, – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის აქციებზე 46 პირის დაკავებას.
მისივე თქმით, ადამიანები თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუებიან.
“რასაც ვხედავთ, ეს არის ისტერიული ხელისუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელარუსისა და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს. ეს არის ისტორიული ქცევა პოლიციის და ხელისუფლების, მშვიდად მდგომ ადამიანებთან მიდის, აკავებს, წარმოუდგენლად დიდია სია იმ ხალხის, ვინც დღეს დააკავეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ისტერიკაზე მოქმედებს.
ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში, ადამიანებს, რომლებიც არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავისუფლების დაკარგვას, არც ძალადობას და არც უსამართლობას”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.