ეროვნულ ბიბლიოთეკაში „შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი“ მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროს კონკურსის „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტის „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ ფარგლებში, 7-14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი“ იმართება
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ერთკვირიანი ვორკშოპი და გამოფენა. ვორკშოპს გაუძღვებიან მხატვარ-კარიკატურისტები: ზაალ (ზალიკო) სულაკაური და ნიკა კემულარია.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გამოფენა და მონაწილეებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები