ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

13 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე) კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის -„კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – ფარგლებში გაიმართება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები