დავით კირკიტაძე: ჩვენი სიმტკიცით, გამძლეობით, მშვიდობიანი მანიფესტაციით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიმტკიცით გამძლეობით, მშვიდობიანი მანიფესტაციით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რაც ჩვენს საპროტესტო ტალღას აქვს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის უფლებებს უხეშად არღვევს.

“პატიმრის ნებისმიერ გადაადგილებასა და მის პირობებზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო. ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი. ეს არის სამინისტრო, რომელიც უხეშად არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, სწორედ ამიტომ, აქციის ერთ-ერთი ლოკაცია იქნება აქ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გააკეთოს განცხადება, ოღონდ არა ორჭოფული, არის თუ არა ციხის საავადმყოფო ის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს ექნება ადეკვატური ჯანდაცვა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის სამსახური, რომელიც პრაქტიკულად მართავს ქვეყანას იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაყრდნობილია მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე. სწორედ ამიტომ, დღეს შეირჩა ეს სამი ლოკაცია, სადაც აქციები გაიმართება”, – განაცხადა კირკიტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები