„სახლი“ და ნატალია ფალავანდიშვილის დაბადების დღე

9 ნოემბერს, თბილისში, დაიბადა ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორი – ნატალია ფალავანდიშვილი.
ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „ნატალია ფალავანდიშვილის შემოქმედება უმთავრესად მოიცავს პორტრეტულ და პეიზაჟურ ნამუშევრებს. პორტრეტებში, რომლებიც ზეთის საღებავებითაა შექმნილი, ძირითადად, ასახულია საზოგადო მოღვაწეები. მათი გამომეტყველება, ხასიათის ფიქსაცია, ფსიქოტიპის გამოკვეთა გადაწყვეტილია ზომიერი ფერების ტონალურ-ქრომატულ გრადაციაში.
ფალავანდიშვილის პეიზაჟებში იგრძნობა ელენე ახვლედიანის ზეგავლენა. მხატვარი, ელენე ახვლედიანის მიერ დაარსებული ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფის აქტიური წევრი იყო. ის გატაცებული იყო საქართველოს კუთხეებით და მათი ეთნოგრაფიული ყოფით. ეთნოგრაფიული მხატვრობისთვის ჩვეული დოკუმენტალისტური სიზუსტე და პოეტურ-ლირიკული განწყობა თანაბრად გადამწყვეტია ნატალია ფალავანდიშვილის პეიზაჟებში, რომლებშიც ურბანულ-რეგიონალური ხედები ერთმანეთს ენაცვლება“.
სურათზე: ნატალია ფალავანდიშვილი. „ძველი თბილისი“. 1967. მუყაო, ტემპერა. ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები