ლევან ხაბეიშვილი: აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა, კანონის ფარგლებში
“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა, კანონის ფარგლებში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც აქციის გამართვა იგეგმება.
მისივე თქმით, ეს არ იქნება აქციები აქციებისთვის.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა, კანონის ფარგლებში და მხოლოდ კანონით მინიჭებულ ქმედებებს განვახორციელებთ. ეს არ იქნება აქციები აქციებისთვის, იქნება, მათ შორის, გზების გადაკეტვა და საჯარო დაწესებულებების პიკეტირება, რაც კანონით გათვალისწინებულია”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.