კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართება

10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელის და ანსამბლ ,,რიჰოს“ მთავარი ქორეოგრაფის, კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან: „რიჰო“, ლელა თათარაიძე, „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი”, „ბასიანი“, „ძირიანი“,დიდგორი“, „სახიობა“, „შილდა“, მესტიის სალოტბარო სკოლა.
ღონისძიება იმართება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები