ერეკლე II-ის დაბადებიდან 301-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 301-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი, რომელმაც ქართულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს უბოძა ერეკლე მეფის ორდენი. ასევე, საქართველოს ისტორიოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აღნიშნული სამეფო ორდენი ებოძა მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და ისტორიკოსი ვახტანგ გურული.