7 ნოემბერს თელავში ერეკლეობა აღინიშნება
7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
09:00-დან 10:00 საათამდე, გაიმართება მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში;
9:00-დან 11:00 საათამდე, დილის წირვას და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ერეკლე მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ;
12:00 საათზე, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება კონცერტი ანსამბლების – „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით, მათი აუდიო-კომპაქტდისკების პრეზენტაცია. სასახლის ტერასა (ჩრდილოეთი მხარე) ;
12:30-დან 13:00 საათამდე, გაიმართება ერეკლე მეორის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი;
13:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით – „პატარა კახი – საყვარელი კახეთის მეფე“;
12:00-დან 17:00 საათამდე, ერეკლე მეორის მოედანზე, ძველი ბაღის ტერიტორიაზე გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები;
12:00-დან 17:00 საათამდე, ქალქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები;
15:00-დან 16:30 საათამდე, გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი;
17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის.სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მიერ წარმოდგენლილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“;
19:30 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი.
ღონისძიებები ჩატარდება რეგულაციების დაცვით.