4-11 ნოემბერს თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2021 წლის 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

“ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში. 11 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 70-მდე (მათ შორის 20 უცხოური) გუნდი, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობაც, რაც უდიდესი სტიმულია მოქმედი გუნდებისათვის.

„ფესტივალის სამხატვრო საბჭო წლიდან წლამდე მუშაობს იმისათვის, რომ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამები, იყოს მრავალფეროვანი და სიახლით სავსე. ბოლო ორი წლის განმავლობაში Covid 19 პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ და შეზღუდვებმა გუნდების შემოქმედებითი ცხოვრებაც შეცვალა, მონატრებულ მსმენელთან შეხვედრა მათთვის დიდი გამოწვევა და მოტივაცია იქნება, სამწუხაროდ ვერც წლევანდელ ფესტივალს შემოუერთდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული გუნდები და პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 6 კონცერტი და 1 მასტერკლასი,სრულად იქნება დატვირთული საქართველოში მოღვაწე გუნდებით“, – აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში. პროგრამა იხილეთ https://www.facebook.com/TbilisiChoral

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები