“პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა” – მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა

“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი”, – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.

“წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა, ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები