კულტურის სამინისტროში ნელი კობიაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის წიგნის – „ჩემი ცნობიერების უღელტეხილები“ პრეზენტაციას დაესწრო.
მინისტრმა ნელი კობიაშვილს მიულოცა უკვე მეოთხე წიგნის გამოცემა, თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა წიგნის გამოცემაში ავტორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მსგავსი ღონისძიებებისთვის.
პრეზენტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართა. მას მედიისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნში თავმოყრილი პუბლიკაციები მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ნათლად წარმოიდგინოს სხვებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული მოვლენები.
ცნობისათის: ნელი კობიაშვილი არის ცნობილი ჟურნალისტი. იგი წლების განმავლობაში იყო არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ის დღემდე აქტიურად არის ჩართული საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. 2021 წლის 21 აპრილიდან მუშაობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები