4 ნოემბერს მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 95 წლის გახდებოდა
4 ნოემბერს, ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლეილა ძიგრაშვილი 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს მის შემოქმედებასა და ღვაწლს ქართული კულტურისა და თეატრის განვითარებაში და ნფორმაციას აქვეყნებს.
ლეილა ძიგრაშვილი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1947 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის დასის წევრი გახდა. 1948-1966 წლებში იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი გახდა.
ლეილა ძიგრაშვილის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი”), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე”), სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია”), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა”) და სხვა.