„ღვთაებრივი კომედიის” ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება

5 ნოემბერს, 16:00  საათზე, GAU-ს კამპუსში (აუდიტორია №200) „ღვთაებრივი კომედიის” ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება.
დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თავზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Georgian American University) მხარდაჭერით, გამოიცა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის” პირველი ნაწილის ახალი პროზაული თარგმანი.
წიგნი თარგმნეს: მონრეალის სიკულო-ნორმანული აკადემიის კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო აკადემიკოსმა, გიორგი ბუხნიკაშვილმა და მისმა მოწაფემ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტმა, სანდრო ჩემინავამ.
კაცობრიობის ისტორიაში დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია” ითვლება ყველაზე დიდ ნაწარმოებად, რომელშიც ავტორი მხატვრული ენით გადმოგვცემს შუა საუკუნეების ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და ისტორიულად დამახასიათებელ მსოფლმხედველობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები