შვედეთში, საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული ფილმის – „ნომერი 26″, პრემიერა გაიმართა

შვედეთში, უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, გაიმართა პრემიერა ფილმისა – „ნომერი 26“ (რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი).

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უპსალას მერი ევა ედვარდსონი.

უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1982 დაარსდა შვედეთის საუნივერსიტეტო ქალაქ უპსალაში. იგი შვედეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები