ჩუბინაშვილის ცენტრს ტაო-კლარჯეთის სიძველეთა ცნობილი მკვლევრის – დევიდ უინფილდის არქივი გადაეცა

პროფესორმა ენტონი ისტმონდმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრს საჩუქრად გადასცა ტაო-კლარჯეთის სიძველეთა ცნობილი მკვლევრის – დევიდ უინფილდის არქივი. ამ ინფორმაციას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„პროფესორმა ენტონი ისტმონდმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრს საჩუქრად გადასცა ტაო-კლარჯეთის სიძველეთა ცნობილი მკვლევრის – დევიდ უინფილდის არქივი, რომელიც მოიცავს 1960-იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათებსა და ჩანახატებს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, არქივი სრულად გაიციფრება და საყოველთაოდ მისაწვდომი იქნება დიგიტალურ ბიბლიოთეკა „ივერიელში““, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები