ნიკა მელია: დიახ, საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს
“ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო სამართლიან პროტესტს იწყებს.
“ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი. დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილი ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა, ეს ავლგამოთ. რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ“, – აცხადებს მელია.