გია ვოლსკი: ადამიანურად რომ ვთქვა, სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ოპოზიციური პარტიების შანტაჟს თავი დაანებოს.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტსა და საკრებულოებში მუშაობის საშუალება უნდა მისცეს.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შიმშილობა მექანიზმია და საკმაოდ საეჭვოც არის შიმშილობის პროცესიც, ბევრი კითხვაა ამ საკითხზე. ადამიანურად რომ ვთქვა, შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს იმაზე, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკონი თუ ჯორჯ ვაშინგტონი. ოპოზიციას მისცეს საშუალება, იმუშაონ პარლამენტში, საკრებულოებში და საზოგადოებას თავი დაანახონ, არა როგორც რევოლუციონერებმა, არამედ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.