ილია მეორე: დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს
დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქო რეზიდენციაში მისცა.
,,დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!” – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.