დღეს ფესტივალ „თოფუზის” დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

30 ოქტომბერს, 21:00 საათზე, ანიმაციური ფილმების მე-13 სართაშორისო ფესტივალის – „თოფუზის” დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „თოფუზი 2021“-ის საკონკურსო კატეგორიებია:
საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის (მოკლემეტრაჟიანი);
საუკეთესო ფილმი ბავშვებისათვის (მოკლემეტრაჟიანი);
საუკეთესო დებიუტი (მოკლემეტრაჟიანი);
საუკეთესო ექსპერიმენტული ანიმაცია (მოკლემეტრაჟიანი);
საუკეთესო სერიალი (მოკლემეტრაჟიანი);
საუკეთესო სტუდენტური ფილმი (მოკლემეტრაჟიანი);
ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი (მოკლემეტრაჟიანი).
და სიახლე –
საბავშვო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი”, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბერში ბათუმში იმართება, უკვე 10 წლისაა.

ფესტივალი 2007 წელს დაარსდა ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ,
ათი წლის განმავლობაში ფესტივალმა შეძლო და გაზარდა თავისი მასშტაბები, თუმცა ეს პროცესი დღემდე არ შეჩერებულა, რადგან ყოველწლიურად იზრდება ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მთელი მსოფლიოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები