გია ვოლსკი: სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი დაპირისპირების ორგანიზება იყო

„ჩამოსვლის მიზანი, რასაკვირველია, დაპირისპირების ორგანიზება იყო, ამას სხვა ალტერნატივა, სხვა განმარტება არ გააჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ძალისთვის მსხვერპლი ჩვეულებრივი ამბავია.

„ჩამოსვლის მიზანი, რასაკვირველია, დაპირისპირების ორგანიზება იყო, ამას სხვა ალტერნატივა, სხვა განმარტება არ გააჩნია. დაპირისპირებას აუცილებლად თან მოსდევს მსხვერპლი. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის მსხვერპლი, ადამიანის მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავია, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეგუებოდით. ახლა ამ ბოროტების დაბრუნების რესურსი და ძალა არ გააჩნიათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, აჯანყების ორგანიზება, რაზეც ინტენსიურად საუბრობდნენ, მსხვერპლს განაპირობებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები