გია ვოლსკი: ვინ დაუშვებს იმას, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს, სააკაშვილს რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს?!
“ვინ დაუშვებს იმას, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს, სააკაშვილს რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს?!”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე დაემუქრა, შესაბამისი დახმარება გაეწევა.
“სახეზეა ვითარების გამწვავების მცდელობა. ვინ დაუშვებს იმას, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს, სააკაშვილს რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს?! გარდა ამისა, ეს ხელისუფლების და იმ სტრუქტურის ხელწერა არ არის, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილს არავინ არ აწამებს და გასაუპატიურებლად ყავარჯნებით არავინ არ მიადგება. თუკი მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქრა, მე-18 დაწესებულებაში თუ სხვაგან შესაბამისი დახმარება გაეწევა. ფაქტია, რომ 100-ზე მეტი მნახველი ჰყავდა, მისი ადვოკატები მასთან 60-ჯერ შევიდნენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.