ალექსანდერდორფი – გერმანელი კოლონისტები მე-19 საუკუნის თბილისში

1818 წელს სოფელ კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გამოსული გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. ბაღებით და ბოსტნებით გარშემორტყმული სახლები ორ მწკრივად გასდევდნენ მთავარ ქუჩას. დასახლებას რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ალექსანდერდორფი ეწოდა.

თ. კვირკველიას წიგნში „ძველთბილისური დასახელებანი“ აღნიშნულია, რომ თბილისის ბაზრებზე რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი გერმანელებს გამოჰქონდათ. შემდგომში ალექსანდერდორფში გერმანელთა ეკლესია – კირხე აშენდა. აქედან მოდის მარჯანიშვილის მოედნის და ქუჩის პირვანდელი სახელწოდება – „კიროჩნაია“. კირხე მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ადგილზე იდგა. 1824 წელს კუკია და ალექსანდერდორფი ქალაქს ოფიციალურად მიაწერეს.

გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან აქ არსებულმა გზამ თანდათან ქუჩის სახე მიიღო, თუმცა დასახლება დიდხანს ატარებდა სოფლის იერს. 1844 წლის გეგმაზე გერმანელთა დასახლება საგრძნობლად გაიზარდა მთავარი ქუჩის გასწვრივ. 1853 წელს ამ მიდამოებზე ქალაქური განაშენიანების წესები გავრცელდა, ტერიტორია კი, მე–4 საპოლიციო უბანში შევიდა. მშენებლობის ტემპები განსაკუთრებით გაიზარდა 80–იან წლებში, მას შემდეგ, რაც ვერის ხიდი გაშენდა. ამ ხანებში ალექსანდერდორფის ტერიტორია ჯერ კიდევ ბაღებით იყო დაფარული. თბილისის 1905 წლის გეგმაზეც კი ბაღებს საკმაოდ ვრცელი ფართობი ეკავათ. იმდროინდელი მწვანე მასივიდან ჩვენამდე მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა მოაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები