„ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები“ – ზაქარია (ზაზა) კიკნაძის პერსონალური გამოფენა

29 ოქტომბრიდან ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს მხატვარ-ილუსტრატორისა და ჰერალდიკოსის ზაქარია (ზაზა) კიკნაძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით: „ჰერალდიკა და ისტორიულ პირთა პორტრეტები”.
გამოფენა 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ კონკრეტული სერიის შექმნა განაპირობა ავტორის ინტერესმა საკუთარი გენეალოგიისა და წინაპრების მიმართ. ავტორმა გაითვალისწინა ევროპის სხვა ქვეყნებში მიღებული ტრადიცია, რომლის თანახმადაც წარსული ეპოქის წარმომადგენლებს ანაქრონისტულად და ხშირად იმ რეგიონისთვის არადამახასიათებელ სამოსელში გამოწყობილებს გამოსახავდნენ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიული პირების გამოსახვის მსგავსი იდეა საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა.
დამთვალიერებელს გამოფენის ხილვის შესაძლებლობა 8 ნოემბრის ჩათვლით ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები