„გრიგოლ რობაქიძის მსოფლხატი“ და მწერლის დაბადების დღე

1882 წლის 28 ოქტომბერს მწერალი გრიგოლ რობაქიძე დაიბადა. პროფესორი რამაზ მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„გრიგოლ რობაქიძის მსოფლხატი! დღეს, 28 ოქტომბერს მისი დაბადების დღეა.ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ მცირე ამონარიდს ჩემი წიგნიდან:
„მწერალის მსოფლხატია: 1.ქართული ენა 2.ვაზის ჯვარი 3. „ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”.  რა ამთლიანებს მათგანს? სამივე ერთურთს ამთლიანებს! ეს კი ასე წარმოჩნდება: ქართლი ენის ღვთაებრივი ბუნება ვაზშია გადასული, რასაც გრიგოლ ხანძთელის ქმედებანი ასაცნაურებს. სამივე ერთად ქართველთა საპროგრამო მანიფესტია! მწერალის აზრით, ვერანაირი კრებები ვერ უშველის ეკლესიას, თუ არ მოხდა მისი შინაგანი გადახალისდება, რადგან დიდი ხანია ავცდით გრიგოლ ხანძთელის გეზას. ამიტომაც აღარაა ნათლის გრადაცია და მოგვიწოდებს  „წავიკითხოთ პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ: 11.25. ეს ჯერ არავის აუხსნია”.
საქართველოს მსოფლხატს ღვთაებრივი და ეროვნული მიმართებანი ამთლიანებს.სწორედ ეს მოიაზრება სამივე ზემოაღნიშნულში. ცალკე დგას „ვეფხისტყაოსანი”, ვითარცა შემკრები ყოველივე მშვენიერების და ამაღლებულის. გრიგოლ რობაქიძის მსოფლხატი ილიას აჩრდილივით მოგეახლება და სასაუბროდ გიწვევს, თან სახვალიოდ განგაწყობს. რათა არ დაივიწყო „მამულისა ჩვეულებისამებრ სლვაი“ -წერს რამაზ მეფარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები