„ოცნება კადილაკზე“ საერთაშორისო ფესტივალ „დოკ ლაიფციგის“ ჯილდოს მფლობელი გახდა

ელენე მიქაბერიძის ფილმის პროექტი „ოცნება კადილაკზე” ლაფციგში, საერთაშორისო კინოფესტივალ „დოკ ლაიფციგის“ კოპროდუქციის ბაზრობაზე Current Time TV-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ელენე მიქაბერიძის პროექტი „ოცნება კადილაკზე” ეროვნული კინოცენტრის დოკუმენტური ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია.
2019 წელს პროექტმა მოიპოვა CinéDOC-Tbilisi დოკუმენტური კინოფესტივალის პიჩინგ ფორუმის New Talents Caucasus ჯილდო, რამაც შესაძლებლობა მისცა რეჟისორს, თელ-ავივში Eurasiadoc-ის რეზიდენციაში განევითარებინა სცენარი.
რეზიდენციის ფარგლებში „ოცნება კადილაკზე” შეირჩა 3 საუკეთესო პროექტს შორის და წარმოდგენილი იყო Eurasiadoc Armenia დოკუმენტური ფილმების კოპროდუქციის ბაზრობაზე, სადაც უკვე DOK Leipzig-ის წამახალისებელი ჯილდო მოიპოვა.
დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო 64-ე ფესტივალი DOK Leipzig 25-31 ოქტომბერს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები