მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს – “ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
წერილი ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
“მივმართავ ივანიშვილს:
ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა.
შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე”, – წერია მიმართვაში.