ნიკოლოზ სამხარაძე: უტიფრობაა, როცა „ნაცმოძრაობის“ წევრები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
მისივე თქმით, 2012 და 2021 წლებს შორის ციხეში არსებული ვითარება “ცა და დედამიწაა”.
“დასავლელი პარტნიორები ძალიან ფართო ცნებაა, ვინ არიან დასავლელი პარტნიორები? – კონკრეტულ ქვეყნებს გულისხმობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ ყველას? ყველა დასავლელი პარტნიორისგან არ არის ყოველთვის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება, მივიღოთ. მაგალითად, არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის თანხვედრაში ჩვენს კანონის უზენაესობასთან. უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე. 2012 და 2021 წლებს შორის ციხეში არსებული ვითარება “ცა და დედამიწაა”. საქართველოში პენიტენციური რეფორმა ევროკავშირის მიერ შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი შთაგონების წყარო სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.