საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება დაწყებულია

 საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემიაზე განაცხადების მიღება 22 ოქტომბრიდან დაიწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემია ოთხ ნომინაციაში გაიცემა. გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს და გადაეცემათ პრიზი და 2500-ლარიანი პრემია.
პრემიაზე განიხილება 2020 წელს, საქართველოში გამოცემული, ქართველი ავტორების წიგნები. საკონკურსო წიგნების აუდიტორია განსაზღვრულია 8 წლის ასაკამდე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს – http://www.gpba.ge/ge/new/208/

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები