მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში დავით ბაქრაძე მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე მივიდა.
მისი თქმით, სააკაშვილთან არა პარტიული საკითხების განსახილველად, არამედ ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლად მივიდა.
“მე აქ არ ვარ პარტიული საკითხების ან დღის წესრიგის განსახილველად, აქ ვარ რადგან, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შეიძლება პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდე, რომ პროცესები არ განვითარდეს 90 წლების მიმართულებით, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ ისეთ უფსკრულში შეიყვანა ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან. მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლადაც, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქ ვარ, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომ ამ ქვეყანამ აღარ გაიაროს ის უბედურება რომელიც 90-იანებში გავიარეთ პრეზიდენტის ტრაგედიის და საზოგადოების გახლეჩვის შედეგად”, – განაცხადა ბაქრაძემ.