სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ბიზნეს ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ბიზნეს ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობაში კერძო ბიზნესის ჩართულობის შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე იყოს ფიზიკური აქტივობით და სპორტით დაკავებული. ამიტომ სპორტული ობიექტები უნდა აშენდეს სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ჩვენ აქ გვაქვს გამოწვევები და სწორედ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფორმატი მოგვცემს რეალურ სურათს დავინახოთ რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით და სამომავლოდ სწორი რეკომენდაციები მივაწოდოთ როგორც სამშენებლო კომპანიებს, ისე მუნიციპალიტეტებს, სჯარო სექტორს. ასევე ვაპირებთ სამართლებრივი ბაზა გავმართოთ, რომ მომავალში აშენებული სპორტული ობიექტები სრულად პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები