პრემიერი: გამორიცხულია, სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს

პრემიერმინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს. მინიმუმ 6 წელი იჯდება საპატიმროში და, რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინაში. ეს არის სრული აბსურდი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 20 ოქტომბერს კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები